
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გააღრმაონ.
“მსურს ჩემი გამოსვლა დავიწყო პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით, ეს არის მისი გამოსვლა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე. მან თქვა, რომ “ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან, ყველასთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს. არ დავტოვებთ მომავალს დაუცველად იმათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას და ვიმუშავებთ, რომ იყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა”. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი პარტნიორობა, ალიანსი უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მომთხოვა მან, როდესაც აქ ჩამოვედი საქართველოში, რათა გაგვეღრმავებინა უკვე არსებული ჩვენი კარგი და ფართო თანამშრომლობა.
ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, რომ გვაქვს ნება, თავისუფლება და მზაობა, ამიტომ შეგვიძლია, სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის. ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა გავაღრმაო საქართველოსთან ურთიერთობები და პარტნიორობა”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
თაგები:
რობინ დანიგენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს