დანილოვი – რუსების ტყვეობაში მარიუპოლის 2 439 დამცველი იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსების ტყვეობაში 2439 უკრაინელი ჯარისკაცია, რომლებიც დამპყრობლების მიერ გარშემორტყმულ მარიუპოლს იცავდნენ.
მისივე თქმით, მარიუპოლის 2 ათასზე მეტმა დამცველმა შეასრულა ყველა საჭირო დავალება, ტყვეობა გახდა იძულებითი ნაბიჯი, რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობდა.
“ისინი ჯერ არ არიან კომფორტულ პირობებში, მაგრამ საკვები და წყალი მაინც აქვთ… იმედი ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან ცოცხლები და ჯანმრთელები დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა დანილოვმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს