
ავტორი
Front News საქართველო
ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში ასჯერ გადამხტარ-გადმომხტარი ხალხი დააბრუნა და ის ხალხი გარიყა, ვინც პარტია აქამდე მხრებით მოიტანა, – ამის შესახებ ფოთის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოსვლის შემდეგ პარტია განადგურდა და განახევრდა.
“ოცნების“ ნამცეცებით გაავსო პარტია, ასჯერ გადამხტარ-გადმომხტარი ხალხი დააბრუნა პარტიაში და ვინც მართლა ერთგულია, სიცოცხლეს რომ გაიღებს სამშობლოსთვის, მხრებით რომ მოიტანა პარტია აქამდე, ის ხალხი ყველა გარიყა. როგორ შეიძლებოდა, ამისთვის თვალი გამესწორებინა. უსამართლობისთვის თვალი არასდროს გამისწორებია და არც გავუსწორებ, თუნდაც სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა თანამდებობებიდან გუშინ გაათავისუფლეს.
თაგები:
დარეჯან ცხვიტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს