დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

ავტორი
Frontnews საქართველო
21 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, 200-ზე მეტი ვაკანსიით.
მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვანი კომპანიების HR მენეჯერებს და გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს.
ვაკანსიები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის, დისტრიბუციის, მრეწველობის, ფინანსების, საოფისე, ფარმაციის და განათლების მიმართულებებით.
ახალციხის დასაქმების ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროექტი „ახალგაზრდობა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ თანამშრომლობით ჩატარდება.
რეგიონული დასაქმების ფორუმის მიზანია ადგილობრივი დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთდაკავშირება, სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების ხელშეწყობა და რეგიონში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.
თაგები:
დასაქმების ფორუმი




