დათო კოდუა - მადლობა ზუგდიდელებს რომ მომცეს მანდატი, მე ამ ნდობას საქმით გავამართლებ


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ ზუგდიდელებს გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ნდობას საქმით გაამართლებს.
"მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა ათასობით ზუგდიდელს რომელმაც მომცა ხმა და ამ ხმით მომცეს მანდატი, რომ პირნათლად ვემსახურო ჩემს ქალაქს და მის თითოეულ მოქალაქეს. გპირდებით, თქვენს ამ ნდობას საქმით გავამართლებ. ჩვენ ვიქნებით გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი, საჭიროებებზე დროული რეაგირების მქონე გუნდი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ზუგდიდი და ზუგდიდელები იქნებიან.
"ქართული ოცნება“ მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას ზეიმობს და ესაა პასუხი ყველასთვის, ჩვენ გვაქვს ამომრჩევლის მზარდი რეიტინგი და ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში ძალა, რომელსაც შესწევს მშვიდობიანი განვითარება", - აღნიშნავს კოდუა.
თაგები:
დათო კოდუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს