Logo

დათო კოდუა - მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევა ძალიან დიდი ძალაა ჩემს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში

რეგიონები
336
Frontnews image description

დღეს ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტს გერასიმე შარაშენიძეს ზუგდიდის ახლად არჩეული მერი დათო კოდუა, სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან ერთად ესტუმრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მეუფე გერასიმემ ზუგდიდის ახლად არჩეული მერი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დალოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ვესტუმრეთ, მეუფის ლოცვა-კურთხევა ძალიან დიდი ძალაა ჩემს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მადლობა მიტროპოლიტს ჩვენს ეპარქიაში სულიერების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დღეს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მეუფეს ჩვენი დიდი მხარდაჭერა. დედა ეკლესია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ასე იქნება სამარადისოდ“, - აცხადებს დათო კოდუა.

თაგები:

დათო კოდუა
Advertisement