დათო კოდუა - მხარი დავუჭირე ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტების მშვიდობიანი განვითარება შეუძლია


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საკუთარი არჩევანი მშობლიურ სოფელ დარჩელში, N 35-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მერობის კანდიდატის თქმით, მან ხმა მისცა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტის მშვიდობიანი განვითარება შეუძლია.
"რა თქმა უნდა მხარი დავუჭირე ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტების მშვიდობიანი განვითარება შეუძლია. დარწმუნებული ვარ დღეს ზუგდიდში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, როგორც მერობის ასევე საკრებულოს არჩევნებში. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობები რაც მოსახლეობაშია, ხალხი კარგად ხედავს განსხვავებას ჩვენსა და სხვებს შორის. წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობას მე საქმით დავამტკიცებ“, - წერს კოდუა.
თაგები:
დათო კოდუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს