
ავტორი
Front News საქართველო
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და სამსახურების უფროსებთან ერთად, ჭიათურაში მცხოვრებ ბავშვებს მერიაში უმასპინძლა და მათთვის საგანგებოდ შერჩეული საჩუქრები გადასცა.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ადამიანების ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციისთვის. ძალიან გვინდოდა, რომ მათთვის დღევანდელი დღე გაგველამაზებინა და მინდა ბევრი ასეთი ლამაზი დღე ჰქონდეთ ცხოვრებაში“, -აღნიშნა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს