Logo

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
624
Frontnews
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს - გივი გუდაძეს და საბა ბოჭორიშვილს პატიმრობა შეეფარდათ.

ორივე მათგანი ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი" მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამი "მეთადონი" ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოებული. საბა ბოჭორიშვილმა კი გამოძიების ცნობით, უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში იპოვეს.

თაგები:

დაურ ბუავა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები