Logo

დავით ბაქრაძე - FARA-ს საიტზე ატვირთულ მასალებში პირდაპირ ჩანს თარიღები, შეხვედრები და საკითხები, რაზეც მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის

პოლიტიკა
66
Frontnews image description

თავად FARA-ს საიტზე ატვირთულ მასალებში პირდაპირ ჩანს თარიღები, შეხვედრები და რაც მთავარია, საკითხები, რაზეც მიდიოდა გამზადებული ნარატივის მიტანა ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის. რატომ ვამბობ გამზადებულს, იმიტომ რომ, პირდაპირ განსახილველ საკითხებში, ან ინფორმაციის გაცვლის საკითხებში, პირდაპირ მითითებული იყო, რომ ეს არის პრორუსული, ანტიამერიკული სახელმწიფოს, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების შესახებ და ა.შ. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს საელჩოს უწევდა  ლობისტების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მისი გაქარწყლება.

"ამას დისკუსიის, განხილვის ან ბჭობის ფორმატი კი არ ჰქონდა, გამზადებული იმ ურთიერთობებიდან, რომელიც ამ კონკრეტულ კომპანიას და მის წარმომადგენლებს მაშინ მაიკლ ტიჩელი და რენდი შონიმანი საკმაოდ გავლენიანი ლობისტები ჰყავდა ამ კომპანიას და მათი ტრადიციული ურთიერთობების გათვალისწინებით 2020 წლის ივლისი-აგვისტო-სექტემბერი, გადატვირთული იყო შეხვედრებით საგარეო კომიტეტში, აპროპრეაციის, საფინანსო, ჰელსინკის  კომიტეტებში, სადაც მიდიოდა საარჩევნო, მედია გარემოს, დემოკრატიის განვითარების შესახებ ეს ინფორმაციები, რომელსაც შესაბამისად უწევდა საქართველოს საელჩოს და დარწმუნებული ვარ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც არ იყო იოლი, უბრალოდ აშშ-ში ყველაზე ცხადად ჩანდა ეს ყველაფერი, გვიწევდა ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ამის გაქარწყლება, საბოლოო ჯამში ამ ოთხმა წელმა უმტკივნეულოდ ჩაიარა, იმ თვალსაზრისით, რომ მაღალი დონის შეხვედრები იქნა უზრუნველყოფილი, საქართველოში იყვნენ  სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, უშიშროების საბჭოს მდივანი, ვიცეპრეზიდენტი და პირადად ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დაენახათ ის მისწრაფებები, რომელიც ამ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისთვის ჰქონდა და აქვს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Advertisement