
ავტორი
Front News საქართველო
ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მისი თქმით, ხობისწყალში დაკარგული ქალის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი ტრაგედიის გამო.
ქარიატაში მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები მდინარე ხობისწყალში დაკარგული დედის მოსაძებნად. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ქალბატონი ნაპოვნი არ არის.
ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს!", - წერს დავით ბუკია სოციალურ ქსელში.
ხობისწყალში 6 აგვისტოს დედა-შვილი დაიხრჩო. დედამ შვილის გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ორივე წაიღო. ბავშვის ცხედარი მომხდარიდან მალევე იპოვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს