Logo

დავით ჩიხელიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს

პოლიტიკა
362
Frontnews
დავით ჩიხელიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს

ნაცებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, რომელიც მათი პოლიტიკური ბუნების უტყუარი გამოვლინებაა, ტრაგედიებით სპეკულირება და ადამიანების უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.  ასეთ შემთხვევებს სვავებივით არიან ჩასაფრებულები, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციისთვის კეთილდღეობა უბედურებაა, ხოლო ადამიანური ტრაგედია, პოლიტიკური დიდი ბედნიერება და შესაძლებლობის ახალი ფანჯარა.

"ნაცებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, რომელიც მათი პოლიტიკური ბუნების უტყუარი გამოვლინებაა, ტრაგედიებით სპეკულირება და ადამიანების უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.  ასეთ შემთხვევებს სვავებივით არიან ჩასაფრებულები. 

ახლაც, როდესაც ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

რა უნდათ ამ  ადამიანებს პოლიტიკაში? მათთვის კეთილდღეობა უბედურება არის, ხოლო ადამიანური ტრაგედია, პოლიტიკური დიდი ბედნიერება და შესაძლებლობის ახალი ფანჯარა“, - წერს ჩიხელიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები