დავით ჩიხელიძე - ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება

ავტორი
Front News საქართველო
ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება, - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
"საკუთარი მოქმედების გააზრება და დაშვებული შეცდომის აღიარება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება და ბრმად არ უნდა გაჰყვე ნარატივს, რომელიც შენი ქვეყნის განადგურებას ისახავს მიზნად.
იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები ამ გამოცდილებიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანენ, გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები. კარგი იქნება თუ სხვებიც მათ მაგალითს გაითვალისწინებენ და გააცნობიერებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
სინანული სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი საკუთარ თავში იწყებს იმ პროცესს, რომლის შედეგადაც აცნობიერებს, რა გააკეთა, სად შეცდა და რა აღარ უნდა გაიმეოროს. საკუთარი საქციელის გააზრება და სინანული ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია.
რაც შეეხება 2025 წლის 4 ოქტომბერს, ამ მოვლენების მიღმა კონკრეტული ფაქტია, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და კონკრეტულ დანაშაულს. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ჰქონდეს პროტესტის გამოხატვის სურვილი და არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არ გაძლევს კანონის დარღვევის ლეგიტიმურ უფლებას!" - წერს ჩიხელიძე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე




