დავით ჩიხელიძე - სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის

ავტორი
Frontnews საქართველო
თორნიკე რაზმაძე, სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა დასავლური დემოკრატიული ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკაა და კონკრეტული პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც განსაკუთრებული შემთხვევაა და არც „დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“.
"თორნიკე რაზმაძე, სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს, სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე საზოგადოებისთვის შეგნებულად სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს. სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა დასავლური დემოკრატიული ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკაა. შესაბამისად, კონკრეტული პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისთავად არც განსაკუთრებული შემთხვევაა და არც „დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“. ეს სამართლებრივი/დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველდღიური რეალობის ნაწილია. რაზმაძე ცდილობს საკუთარ პასუხისმგებლობა პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილად აქციოს, ფაქტებს ამახინჯებს და საზოგადოებას ისეთ სურათს უხატავს, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის. პარადოქსია მაგრამ რაზმაძის პოზიციაში და მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციაში უცნაური არაფერია, რადგან რაზმაძისგან სიცრუის ტირაჟირებას ჩვეული ვართ“, - წერს ჩიხელიძე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე




