დავით ქართველიშვილი - თუ უკრაინას პირდაპირ უთხრეს 2034 წლამდე არც იოცნებოთო, საქართველოს სამუდამოდ დაემშვიდობნენ, ვინაიდან ნაცსექტის დაბრუნება გამორიცხულია


ავტორი
Front News საქართველო
მანამ - სანამ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდება ნაცმოძრაობა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებული იქნება. ანუ, "ეზოპის ენაზე" მხოლოდ მე კი არა, ევროპარლამენტიც ამეტყველდა: თუ უკრაინას პირდაპირ უთხრეს - 2034 წლამდე არც იოცნებოთო, საქართველოს სამუდამოდ დაემშვიდობნენ, ვინაიდან ნაცსექტის დაბრუნება გამორიცხულია, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში
"ევროპარლამენტმა ბრძანა, რომ ლეგიტიმურად არ ცნობს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, გარდა ნაცმოძრაობისა. და ყოველი საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგად ნაცები არ დაამარცხებენ "ქართულ ოცნებას" - "გაყალბებულ არჩევნებად" ჩაითვლება.
გარდა ამისა, მანამ - სანამ ქვეყნის სათავეში არ დაბრუნდება ნაცმოძრაობა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებული იქნება. ანუ, "ეზოპის ენაზე" მხოლოდ მე კი არა, ევროპარლამენტიც ამეტყველდა: თუ უკრაინას პირდაპირ უთხრეს - 2034 წლამდე არც იოცნებოთო, საქართველოს სამუდამოდ დაემშვიდობდნენ, ვინაიდან ნაცსექტის დაბრუნება გამორიცხულია.
ამ ორ დადებით გზავნილს მიაყოლეს მესამეც - ვინაიდან ევროპარლამენტი რჩება ქართველი ხალხის გვერდით, გამორიცხულია მან თავის "მეგობარ" ქართველ ხალხს სავიზო რეჟიმი დაუწესოს. იმედია ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ამ მეტად დამაიმედებელ გზავნილებს და სიმეტრიულად ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - წერს ქართველიშვილი.
თაგები:
დავით ქართველიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს