დავით მათიკაშვილი – აგენტურული ოპოზიცია ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალადობრივ აქციაში მონაწილე ადამიანები დანაშაულს აღიარებენ

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და შეიწყალა მრავალი მსჯავრდებული, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით მათიკაშვილმა განმარტა, პრეზიდენტმა შეიწყალა ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი დანაშაული აღიარეს.
"პრეზიდენტმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და შეიწყალა მრავალი მსჯავრდებული, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. ოღონდ შეიწყალა ის ადამიანები, რომლებმაც გულწრფელად გამოხატეს სინანული, აღიარეს საკუთარი დანაშაული. ბუნებრივია, პრეზიდენტმა დისკრეციის ფარგლებში გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და ეს ადამიანები დღეს უკვე არიან საკუთარ ოჯახებთან.
რაც შეეხება აგენტურული ოპოზიციის, რადიკალების განცხადებას, ბუნებრივია, მათთვის პოზიტიური მოცემულობა არის საკუთარი დღის წესრიგის გამრუდების საკითხი. ისინი არ და ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ძალადობრივ აქციაში მონაწილე ადამიანები საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და სახელმწიფო სათანადოდ, ადეკვატურად უდგება ასეთ მოცემულობას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ.
თაგები:
დავით მათიკაშვილი




