დავით მათიკაშვილი - კარგია, რომ ევროპულ საზოგადოებაში მეტად ხდება იმ მავნე ტენდენციების გააზრება, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი Ipsos-ის კვლევას აფასებს, რომლის თანახმადაც, დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება. ამასთან, მოსახლეობა საფრთხედ აღიქვამს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას.
მათიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ცალსახად სარგებლიანი იქნება ევროპელი ხალხისთვის.
"კარგია, რომ ევროპულ საზოგადოებაში ხდება სულ უფრო მეტად გააზრება იმ მავნე ტენდენციების, რაც დღეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ახლავს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოების ხელისუფლებამდე უფრო აქტუალურად მიაღწევს და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიც იქნება ცალსახად სარგებლიანი ევროპელი ხალხისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. რომლის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% - კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია - 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% - უკმაყოფილო.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


