დავით მათიკაშვილი - კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, თუ როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ ქურდობაში ბრალდებული პირის დაკავება დემოკრატიის უკუსვლად წარმოაჩინონ. მათიკაშვილის თქმით, განცხადება იმაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია.
"კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმის, თუ რა ზეწოლა ხორციელდება საქართველოსა და ქართველ ხალხზე, როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და როგორ ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება, წარმოადგინონ დემოკრატიაზე თავდასხმად და დემოკრატიის უკუსვლად.
იმდენად აბსურდული და რეაქციულია განცხადების შინაარსი, რომ ამით კიდევ ერთი ხაზგასმა ხდება იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ, სამწუხაროდ, არაჯანსაღი ინტერესი კვლავ ძალაშია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს