
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური მანტია ინდულგენცია ვერ იქნება ვერავისთვის, ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"გირაოს შეგნებულად თუ არ იხდი და შენ მიმართ სისხლის სამართლებრივი წესი მოქმედებს, ეს ის უეჭველი შედეგია, რასაც დიდი განჭვრეტა არ სჭირდება. ეს მოცემულობა სჭირდებათ. ეს ყველაფერი მიზანს ემსახურება – ნახეთ, როგორ იჩაგრებიან საქართველოში ადამიანები და მათ მიმართ როგორ ხორციელდება ზეწოლაო.
ელენე ხოშტარია იმიტომ არის ციხეში, რომ მის მიმართ დაწესებული მსუბუქი ღონისძიება არ დააკმაყოფილა, გირაო არ გადაიხადა. ნიკა მელიას მსგავსი საქმე გახსოვთ, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა და საქართველო გაამართლა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს