
ავტორი
Front News საქართველო
ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემამ RugbyPass-მა 2025 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ლა როშელის” მოთამაშე, 23 წლის დავით ნინიაშვილი 83-ე ადგილზეა.
გამოცემის შეფასებით, ნინიაშვილმა 2025 წელი მართლაც რევოლუციურად დაიწყო, ის ფულბეკის პოზიციიდან ფრთის მოთამაშედ წარმატებით ტრანსფორმირდა, ხოლო ლიონიდან ლა როშელში გადასვლით ევროპული საკლუბო რაგბის უმაღლეს დონეზე მოექცა.
მისმა სათამაშო სტილმა აღფრთოვანება გამოიწვია ისეთ მოთამაშეშიც კი, როგორიცაა ლიმა სოპოაგა, რომელიც ნინიაშვილის ამბიციას და ტექნიკურ სრულყოფილებას უსვამს ხაზს.
სტატისტიკურად, ნინიაშვილი 10 სალელოვე პასით, 11 ხაზის გაჭრით და 30 გაბითურებული მცველით ტოპ 5 მოთამაშეშია, რაც მისი ეფექტურობის ნათელი მაჩვენებელია.
დავით ნინიაშვილი აცხადებს, რომ მთავარი მიზანი 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებთან ერთად პლეი-ოფში თამაშია.
თაგები:
დავით ნინიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს