
ავტორი
Front News საქართველო
აშკარაა, რომ ეს არის პუტინის პირადი ომი, რომ ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ომი, რომლის გაგრძელებაც და დასრულებაც პუტინის ხელშია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ვლადიმერ პუტინი ამ ომს, მით უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს მას.
"ის აღქმა, რომ თითქოს, პუტინი მზად იყო რაღაც ნაბიჯის გადასადგმელად, რომ ომი დასრულებულიყო, ქარწყლდება. აშკარაა, რომ ეს არის პუტინის პირადი ომი, რომ ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ომი, რომლის გაგრძელებაც და დასრულებაც მის ხელშია. მას არ სურს ამ ომის დასრულება და, დიდი ალბათობით, არც დაასრულებს, სანამ დიდ მარცხს არ განიცდის. ამ ყველაფერს კი ეს ადმინისტრაციაც ხედავს.
ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ადმინისტრაციები სხვა განწყობით იწყებდნენ მმართველობის პერიოდს რუსეთის მიმართ და უფრო კონსტრუქციული მოლოდინები ჰქონდათ რუსეთისგან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხვდებოდნენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი იმპერიალისტური ძალა, რომელიც საზრდოობს ამ კონფლიქტებით. ამასთანავე, მათ ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა აქვთ, რომელიც ავრცელებს სიცრუეს, რომ თითქოს მათ რაღაც დონეზე აქვთ ამ ომის დასრულების ინტერესი. რაც უფრო გვიან დაასრულებს ამ ომს რუსეთი, მით უფრო მძიმე შედეგები ექნება", - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
თაგები:
დავით სიხარულიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს