
ავტორი
Front News საქართველო
"ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო აღარ იყოს მიწვეული ნატოს სამიტზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საზიანოა ქვეყნის ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებისთვის.
"რაც შეეხება ნატოს სამიტს, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო აღარ იყოს მიწვეული. ის ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაატარა რუსული ინტერესების გატარებით, დემოკრატიის უკუსვლით, საქართველოში დასავლელი პარტნიორების დაპირისპირებითა და პროპაგანდისტული კლიშეებით საქართველოს ინტერესებს უმძიმეს ზიანს აყენებენ.
ეს არ იყო სამიტი, სადაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ, ეს იყო სამიტი, სადაც არაწევრი ქვეყნებიც იყვნენ და არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის", - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
თაგები:
დავით სიხარულიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს