დავით სონღულაშვილი - ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ რამდენიმე მემორანდუმს

ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ რამდენიმე მემორანდუმს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
„რამდენიმე მემორანდუმს ვაწერთ ხელს ჩვენს კოლეგა სამინისტროებთან. ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე. მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. ამ მიმართულებებით თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოცდილებების გაზიარება ეკოტურიზმთან მიმართებით, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. კიდევ ბევრი სხვა მიმართულებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება თანამშრომლობის. ეს ყველაფერი გვაძლევს სამინისტროების დაახლოების შესაძლებლობას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება სურსათის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის და შესაბამისად, მათი ხარისხის სანდოობის მიმართ. სოფლის მეურნეობაში ასეთი შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თაგები:
დავით სონღულაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


