Logo

დავით ვერავა თბილისში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ზუგდიდელი ახალგაზრდების ოჯახებს უსამძიმრებს

რეგიონები
5 საათის წინ / 11:14
69
Frontnews image description

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ზუგდიდელი ახალგაზრდების ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვუსამძიმრებ ახალგაზრდების ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. რთულია, ამ დროს ვიპოვოთ სანუგეშო სიტყვები.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ზუგდიდის მერიასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბოლო ზართან დაკავშირებით 19 მაისს დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას, რომლის გადარჩენაც ჩვენმა გმირმა მაშველებმა შეძლეს” - წერს დავით ვერავა.

Advertisement