დავით ზურაბიშვილი - პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა


ავტორი
Front News საქართველო
შევარდნაძეც და სააკაშვილიც ასე თუ ისე, ანგარიშს უწევდნენ იმას, რომ საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო, ივანიშვილისთვის კი მთავარია ძალაუფლება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას სახელმწიფოებრიობის განცდა არ აქვს.
"ეს არის პროცესი, რომლის გამოცდილებაც ჩვენ ისტორიულად არ გვაქვს. დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის გამოცდილება შეძენილი, ბევრნაირი ურთიერთობის, პროცესის, მაგრამ ის, რომ არასრულყოფილი დემოკრატიიდან ავტორიტარიზმში და ლამის ტოტალიტარიზმში მივდივართ, აი, ამის გამოცდილება არ გვაქვს, ჯერ ასეთი რაღაც არ მომხდარა. ასეთი პერმანენტული გაუარესება ადამიანის უფლებების და ტირანიის დამკვიდრების, ასეთი გამოცდილება არ გვქონია და ახალია, ამიტომაც, შეცდომები მეტია.
ჩემი დაკვირვებით, პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა. მაგალითად, ილჰამ ალიევი არ არის დემოკრატი მმართველი, ავტორიტარი მმართველია, მაგრამ მას აზერბაიჯანის სახელმწიფო არ ჰკიდია ფეხებზე და ცდილობს, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები გაატაროს. ამათ არ ესმით ეს, არ იციან, ეს რა არის, არ მიაჩნიათ სახელმწიფო არაფრად და მარტივად შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს ერთი თქვა, ხვალ - მეორე, მერე ვიღაცას აგინოს და ვისაც აგინებს, იმას მერე ფული მოსთხოვოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც რუსულია ეს მეთოდი, ყველა ავტორიტარული სახელმწიფო ასე იქცევა.
შევარდნაძეც და სააკაშვილიც ასე თუ ისე, ანგარიშს უწევდნენ იმას, რომ საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო, არცერთ მათგანს არ უნდოდა დასავლეთთან მტრობა და არც გამოუცხადებიათ დასავლეთი მტრად, ორივეს ესმოდა, რომ ეს საქართველოსთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა. ივანიშვილს, მე მგონია, რომ არ ესმის რა არის ამაში ცუდი და მისთვის მთავარია ძალაუფლება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა