დავით ზურაბიშვილი - რამდენჯერაც რევოლუციას უხსენებ, იმდენჯერ გულის ფრიალი ეწყებათ


ავტორი
Front News საქართველო
რამდენჯერაც რევოლუციას უხსენებ, იმდენჯერ გულის ფრიალი ეწყებათ. მდინარაძეებმა და კობახიძეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხალხი მათ მხარეს არაა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ იცის ხალხის განწყობების შესახებ.
"ვარდების რევოლუციის" მონაწილე მეც ვარ და არანაირი ანალოგია არაა დღევანდელ ვითარებასთან. მაშინ სახელმწიფოს შიდა სტრუქტურა იყო მოშლილი, მონგრეული - პენსიას და ხელფასს ვერ იღებდა ხალხი და მათი დიდი ნაწილი იყო ოპოზიციის მომხრე და ეს მოჰყვა არჩევნების გაყალბებას.
მდინარაძეებმა და კობახიძეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხალხი მათ მხარეს არაა. ეს თავიანთ კვლევებშიც ჩანს. თუ პროპაგანდამ რაღაც დონეზე იმუშავა არჩევნებისთვის, მას შემდეგ რეპრესიულმა ნაბიჯებმა, ევროპული კურსიდან გადახვევამ და დაჭერებმა არანაირად არ იმუშავა მათ სასარგებლოდ. მათ ჩათვალეს, რომ ეს სასამართლო პროცესები ხალხს დათრგუნავდა და იტყოდნენ, რომ ამ ხელისუფლებასთან ჭიდაობას აზრი არ აქვს, მაგრამ პირიქითა ეფექტი და უკმაყოფილება მიიღეს, ამიტომ ისინიც შიშობენ - რამდენჯერაც რევოლუციას უხსენებ, იმდენჯერ გულის ფრიალი ეწყებათ.
იმის თქმა, რომ ჯერ ხელისუფლება გადავტეხოთ წელში, შევცვალოთ ისინი და მერე ჩავატაროთ არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა დაგნებდეს, რაც ძალიან რთულია", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს