Logo

დავით ზურაბიშვილი - სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს პატივს სცემს, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა

პოლიტიკა
143
Frontnews image description

სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს პატივს სცემს, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლებების შეზღუდვით ხელისუფლების მიმართ ემიგრანტებს უფრო მეტი უკმაყოფილება ექნებათ.

"ამ ნაბიჯით არაფერს იგებს ივანიშვილი, წმინდა პიარის კონტექსტში მხოლოდ წამგებიანია ეს სვლა იმიტომ, რომ თუ ემიგრაციაში აქამდე ეს ხელისუფლება არაპოპულარული იყო, ახლა კიდევ უფრო არაპოპულარული იქნება და ის იმ ემიგრაციაში მყოფი ხალხი მოწყვეტილი კი არ არის აქაურობას, მათ ჰყავთ ოჯახები აქ, ბევრი მათგანი ფინანსურად მათზეა დამოკიდებული და აქ მყოფ ხალხზე ეს ქმედებები გავლენას ახდენს.

ის დრო, როცა რუსეთიდან ირიცხებოდა თანხები წარსულს ჩაბარდა, მხოლოდ 10% ირიცხება რუსეთიდან, დანარჩენი 80% არის სულ ევროპიდან, ამერიკიდან და ბევრიც საბერძნეთიდან. ანუ, შეიცვალა ეს ვითარება ძალიან სერიოზულად ბოლო 10-15 წელში. სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს პატივს სცემს, ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სწორი. რამდენიც არ უნდა თქვან, რომ ეს არ არის საარჩევნო უფლების შეზღუდვაო და პარალელები რაც არ უნდა გაავლონ ირლანდიასთან, სადაც სრულიად სხვა ვითარებაა, მაინც არ არის სწორი ემიგრანტების ასე გამიჯვნა, მეტიც, ხალხისთვის შეურაცხმყოფელიც არის", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

პარლამენტში "საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ცვლილების თანახმად, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

Advertisement