დავით ბაქრაძე – ეს არის პირველი ნაბიჯი 26 ოქტომბრის არჩევნების მოსაგებად

ავტორი
Front News საქართველო
90% არიან ახალგაზრდები და სწორედ ამ ახალგაზრდებს ეკუთვნით მომავალი, ამ ახალგაზრდების უნდა იყოს საქართველო და ეს ახალგაზრდები იცავენ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო უარს ეტყვის მუდმივ დაპირისპირებას, ზიანს და ძალადობას.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ წუთებში, აქ 90% არიან ახალგაზრდები და სწორედ ამ ახალგაზრდებს ეკუთვნით მომავალი, ამ ახალგაზრდების უნდა იყოს საქართველო და ეს ახალგაზრდები იცავენ საკუთარ ქვეყანას. ეს არის უზარმაზარი ბედნიერება, რომ ჩვენი სტუდენტობა ჩაერთო ქვეყნის დაცვაში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს არის პირველი ნაბიჯი 26 ოქტომბრის არჩევნების მოსაგებად და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ქართველი ხალხი ამ ნაბიჯს გადადგამს ისე, რომ აღარ დარჩება არანაირი ეჭვი. 26 ოქტომბერს საქართველო ირჩევს ევროპას. 26 ოქტომბერს საქართველო უარს ეუბნება მუდმივ დაპირისპირებას, ზიანს, ძალადობას, რუსულის უკანა ეზოდ ქცევას და საბჭოთა კავშირში დაბრუნებას და საქართველო ირჩევს იმას, რაც უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა. აი, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც დღეს გადაიდგმება და დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად, ღირსეულად დასრულდება 26 ოქტომბერს ეს ბრძოლა და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მიმდინარეობს.
თაგები:
დავით ბაქრაძე




