დავით დოიაშვილი – უნდა გავერთიანდეთ ახალი ძალით, ძალიან მშვიდად, მშვიდობიანად გავაკეთოთ ჩვენი საქმე


ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, რომ ჩვენ გავუმაგრებთ ზურგს ახალგაზრდებს და გავიშლებით, ყველა რეგიონში მივალთ. თეატრის ძალა ეს არის – იყოს დღეს, აქ და ახლა, – ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის” ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თეატრი აპირებს რეგიონებში ჩასვლას და მოქალაქეების მხარდაჭერას.
“გაუსაძლისია ეს სიჩუმე და სიყრუე, რომელიც მოდის პროკურატურიდგან, გაუსაძლისია ეს ამდენი ჯარიმები, ამდენი ხალხის დაკავება და უკვე აღარაფერს ვამბობ ანდროზე, რომელიც სახედ იქცა ამ ყველაფრის.
უნდა გავერთიანდეთ ახალი ძალით, ძალიან მშვიდად, მშვიდობიანად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. აქამდე თეატრი იყო გაჩერებული, ჩვენი პროტესტის ფორმა გვქონდა. დღეს თეატრი გადავიდა ახალ ფაზაში, რაც იყო ჩვენი მანიფესტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოგვიერთდებიან სხვა თეატრებიც. ისინი ჩვენზე ბევრად მაგრები არიან, ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომ ცრემლები შეიძლება, წამოგივიდეთ. ნამდვილი პროტესტი ალბათ, მაგათგან უნდა ვისწავლოთ. მე მგონია, რომ ჩვენ გავუმაგრებთ ზურგს ახალგაზრდებს და გავიშლებით, ყველა რეგიონში მივალთ. თეატრის ძალა ეს არის – იყოს დღეს, აქ და ახლა”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.
თაგები:
დავით დოიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს