დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.
კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თეატრის მსახიობები პატიმრობაში მყოფ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და აქციების დროს დაკავებულთა მხარდასაჭერად, რეგიონებში “საპროტესტო მანიფესტს” მართავენ.
თაგები:
დავით დოიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს