
ავტორი
Front News საქართველო
ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ განაცხადა.
“გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი “ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას. ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ასობით მესიჯი, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს.
ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტისადმი. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში, წყალბურთში. გვახსოვს, ისინი მიადგნენ წარმატებულ სპორტსმენებს. მათ არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში ხდება და ცდილობენ, როგორმე დააკნინონ. მე ამაზე გავიცინებ მხოლოდ“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
თაგები:
დავით კაჭარავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს