Logo

დავით კირკიტაძე – 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ

პოლიტიკა
1197
Frontnews image description

სურს თუ არა “ქართულ ოცნებას“ 9 რეკომენდაციის შესრულება, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გავიგებ. ჩვენ ვაპირებთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა. 

 

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში არსებული ოლიგარქია და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებული პრობლემები საქართველოს მოქალაქეებზე აისახება.

 

“9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ. დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა “ქართულ ოცნებას” იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს. ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი და არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ღირსეული დასაქმების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები