
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს? – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პარტია “საქართველოსთვის” წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას.
“რუსთავში,ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია, არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ, ძველო და ახალო ქოცებო, დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც მოსული“- წერს დავით კირკიტაძე.
ლილუაშვილის განცხადებით, “ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
“საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის “ოცნებას” სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და ეს გარიგება შემდგარია”, – განაცხადა მან.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს