
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში, რადგანაც ეს საკითხი არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
“ჩვენ არ დავესწრებით იმ სხდომას, რომელზეც იქნება განხილული ეს საკითხი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია და დავაინიცირებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ეხება პენსიონერებისთვის საბანკო სესხების განულებას და კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გააგრძელონ განათლების მიღება”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ “ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს