
ავტორი
Front News საქართველო
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში ისმოდეს პენსიონერების ხმა. ჩვენ მოგვმართა ქართველი პენსიონერების საინიციატივო ჯგუფმა, რომლებიც ამ კვირის ბოლოს აწყობენ დიდ ფორუმს, სადაც გაიჟღერებს მათი მოთხოვნები“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნული ჯგუფის ორ ინიციატივაზე ისაუბრა.
“არ უნდა ჰქონდეს ამხელა პროცენტი სესხზე პენსიონერს. 30% არის განუზომლად დიდი. ქართულმა სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ეს პორტფელი გამოისყიდოს და ქართველ პენსიონერს აღარ ჰქონდეს საპენსიო დავალიანება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, მეორე ინიციატივა საპენსიო ასაკის შემცირებას უკავშირდება.
“ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 72 წელი. კრიტიკულად მცირეა მამაკაცებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ეს არის 67 წელი. მნიშვნელოვანია დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მამაკაცებში ეს იყოს 60 წელი, შესაბამისად, შემცირდეს ქალბატონებისთვისაც. დროა, ვიმუშაოთ ამ საკითხზე, დროა, ქართველ პენსიონერს აღარ ძარცვავდეს საბანკო ოლიგარქია, დროა ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერის საშუალება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს