
ავტორი
Front News საქართველო
დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით – ნორმალურია? – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი ძმა შს მინისტრის მოადგილე იყო და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურია.
„საოცრება მოვისმინე! დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! ჩემი ძმა იყო შს მინისტრის მოადგილე და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურიაო (?!). ანუ მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით – ნორმალურია? და ამ დროს ფარულად რომ გიღებენ მინისტრის მოადგილეს, ესეც ნორმალურია? რამე სხვა მაინც მოგეფიქრებინათ, უბადრუკებო!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს