Logo

დავით ქართველიშვილი – რუსეთთან ბრძოლის მაგივრად, საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ, არ გრცხვენიათ?

პოლიტიკა
576
Frontnews image description

წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ოლეგ ნიკოლენკოს.

„უკრაინა – წლების განმავლობაში უდანაშაულო, მაგიდაზე “გასკოჩილ”, მცირეწლოვანი შვილების მამებს რომ “აქათამებდნენ” – მათი მფარველი რომ ხარ დღემდე: კოხტა კოდუა, ალექსანდრე “ქილერა” მუხაძე – “პოლიტიკური ნიშნით დევნილი” თურმე… არ გრცხვენიათ??? საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი ე.წ. “მართლმსაჯულების” გამპრავებლად – არ გრცხვენიათ? წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? საქართველოს ელჩის არაერთი თხოვნის მიუხედავად ამდენი ხანი ერთხელაც რომ შეხვედრია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მისაღებში დღე და ღამე იგივე პეტრე ცისკარიშვილი გიზით და საქართველოს წინააღმდეგ პასკვილებს რომ გიწერთ – არ გრცხვენიათ? საკუთარი სახლების კარი რომ გვაქვს ღია თქვენი დევნილებისთვის, ყოველდღე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით იმავე კიევში, რომლის სურსათით მომარაგებას თქვენ ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენით ხართ დაკავებული – არ გრცხვენიათ? ეს ომიც დასრულდება და მასში რა თქმა უნდა, უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები