
ავტორი
Front News საქართველო
გუშინდელი სახალხო შეკრება, კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არჩეული აქვს ევროპის გზა და ამ გზიდან არ გადაუხვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
“რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, ალბათ, იქ იყო პოლიტიკური ნაწილი, რომელიც უმცირესი იყო. დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, გამოეხატა და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა თავისი ევროპული არჩევანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
20 ივნისს აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ თბილისსა და რეგიონებში გაიმართა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს