
ავტორი
Front News საქართველო
რაც დღეს სააკაშვილის გარშემო ხდება, ესეც, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების“ დღის წესრიგია, ახლა უბრალოდ ასე აწყობთ და მორჩა, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
“თუმცა იმას რატომღაც არ ითვალისწინებენ, ამბავი მართლა ლეტალურად რომ დასრულდეს, ეს უკვე მთელი სახელმწიფოს პრობლემა ხდება; რომ თავისი სისასტიკით და ხისტი მეთოდებით, შუა საუკუნეების რუსეთს დაემსგავსნენ, სადაც დათმობა სისუსტე გონიათ და არა სამართლიანი მოპყრობა.
და რომ უკვე საბოლოოდ დავშორდით ცივილიზებულ სამყაროს, სადაც არც სასამართლო გვაქვს, არც არანაირი ინსტიტუტი და ყველა ერთი ადამიანის ნებაზე ვარსებობთ.
ისე, ნება-სურვილს რაც ეხება, ისიც ფაქტია, ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინიდან სააკაშვილის გადმოცემის სურვილიც კი არ გამოუთქვამთ, მითუმეტეს, რომ პოროშენკო ამას სიამოვნებით გააკეთებდა… და ასე შორიდან ყავდათ „ბუა“, ახლა კი ასე ეკეკლუცებიან თავიანთ ამომრჩეველს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
თაგები:
დავით ჭიჭინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს