დავით ჭიჭინაძე – ცეცხლს ეთამაშება “ოცნების” მესაფლავე და ვერ გაუგია ჯერ

ავტორი
Front News საქართველო
“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებები კი არა, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო.
“ცეცხლს ეთამაშება “ოცნების” მესაფლავე და ვერ გაუგია ჯერ.
რადგან, პარლამენტის მიერ გამოცხადებული მთავრობის უნდობლობა კი არ არის საშიში, საშიში მაშინ ხდება, როდესაც ხალხი აცხადებს უნდობლობას და ქუჩაში გამოდის. არადა აქითკენ მიაქანებს ყველაფერს კობახიძე.
მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებები კი არა, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო! იმ “ქართული ოცნების” ცვლილება, რომლის პირველი პირები ისე გამოძღნენ 3 მილიარდით, 75მილიონს ფულად აღარ თვლიან.
მითუმეტეს ისეთ გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკისთვის ყველა თეთრი მნიშვნელოვანია ხალხმა სული რომ მოითქვას, სამუშაო ადგილები რომ შექმას”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე
თაგები:
დავით ჭიჭინაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


