
ავტორი
Front News საქართველო
“ოცნებაში“ დაინიშნეს თავები იმპერატორებად და მოსახლეობის აბუჩად აგდებას განაგრძობენ, – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“თუ მართლაც ასეთი ეკონომიკური ზრად გვაქვს, მაშინ რატომ ვართ ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში?!
თუ ეკონომიკა მართლაც ასე ყვავის, ეროვნული ბანკი რატომ არ ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, გაზრდით ხომ უცებ გაზარდეს?!
ან ვინმეს წარმოუდგენია, რა მოხდება ქვეყანაში, ჩვენმა ემიგრანტებმა მცირე ხნით მაინც რომ შეაჩერონ გზავნილების გამოგზავნა?! შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები, ისედაც ყველა გაღატაკდა, ვალებით გაივსო, გასაყიდი არავის აღარაფერი დარჩა…
მონოპოლისტები კი განუკითხავად, საერთოდ უპრობლემოდ უზრდიან ადამიანებს გადასახადებს;
სამაგიეროდ “ოცნებაში“ დაინიშნეს თავები იმპერატორებად და მოსახლეობის აბუჩად აგდებას განაგრძობენ. თან უკვე იმ სტადიაში არიან, რომ დღესასწაულებიც კი მხოლოდ თავისთვის ემეტებათ, ხალხზე ზრუნვა კი არა”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
თაგები:
დავით ჭიჭინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს