დავით უსუფაშვილი – ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ თავს დაესხმებიან, თავი უნდა დაიცვას


ავტორი
Front News საქართველო
ელემენტარული ჭეშმარიტებაა და ყველა გონიერი ადამიანისთვის არის ცხადი, რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ საქართველოს თავს დაესხმებიან, ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც მოქალაქეებს და მთავრობას ერთნაირად ევალება სამშობლოს უსაფრთხოება.
“შესაბამისად, მოქალაქესაც და მთავრობასაც ერთნაირად გვევალება სამშობლოს უსაფრთხოება, ომის თავიდან აცილება და ომის შემთხვევაში მისი დაცვა. ამიტომ, გვყავს შეიარაღებული ძალები, გვაქვს ინფრასტრუქტურა და იმიტომ ვარსებობთ, რომ კონსტიტუციური ვალია სამშობლოს დაცვა. საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ძლიერია, ჩინეთი დიდია, ვიღაცას უფრო დიდი ტანკები ჰყავს, ასეთ ვითარებაში ნორმალური კლიმატი არის გადამწყვეტი. ასეთ ვითარებაში მობილიზებული უნდა ვიყოთ ყველა, ისე როგორც ეკადრება თავმოყვარე ერს. თავდასხმის შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, ქვეყნის დასაცავად და იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ მტერი ძლიერია და რა ვქნათ, რა გვეშველება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
თაგები:
დავით უსუფაშვილი

“საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავი დაიცვას”

ლევან ნიკოლეიშვილი – გამოკითხვა, რომ ჩაატარო შეკითხვით გინდათ თუ არა ომი საქართველოში, ყველა გიპასუხებთ, რომ არა! მაგრამ თუ შეკითხვას დააკონკრეტებ, თუ ვის უნდა ომი- მაშინ გიპასუხებენ რუსეთს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ ბელადს

მამუკა მდინარაძე – არავის უთქვამს, ომი თუ არ იქნება, კანდიდატის სტატუსი არ იქნება, ასეთი სიბინძურე არ უნდა იკადრო, რასაც რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიები აკეთებენ