Logo

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იქნება

პოლიტიკა
04.04.2022 / 11:05
Frontnews image description

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

 

ამის შსახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

 

საქართველოს აშშ-ში ელჩი იანვრის შემდეგ არ ჰყავს, რადგან ყოფილ ელჩს დავით ბაქრაძეს უფლებამოსილება იანვარში ამოეწურა. 

 

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

 

Front News ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წერდა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას დავით ზალკალიანი დაიკავებდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები