დავით ზედელაშვილი – ახლა ქართველი ხალხი ყველაფრისთვის თავიდან იბრძვის

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ მომენტში, როდესაც არსებულმა რეჟიმმა, არამხოლოდ გააუქმა კონსტიტუცია და ყველა არსებითი პრინციპი, არამედ ამ ბოლო ნაბიჯით, მთავარი კონსტიტუციური მისწრაფების, ევროპული ორიენტაციის განვითარება შეაფერხა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი იბრძვის დაიბრუნოს ის ძალა, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური ბედი.
“ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ მომენტში, როდესაც არსებულმა რეჟიმმა, არამხოლოდ გააუქმა კონსტიტუცია და ყველა არსებითი პრინციპი, არამედ ამ ბოლო ნაბიჯით, მთავარი კონსტიტუციური მისწრაფების, ევროპული ორიენტაციის განვითარება შეაფერხა. ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეჟიმმა ფეხქვეშ გათელა და პრაქტიკულად, დე ფაქტო საქართველოს სუვერენიტეტი ხელყო, ჩააბარა რუსეთს. ახლა ქართველი ხალხი ყველაფრისთვის თავიდან იბრძვის, ანუ, ქართველი ხალხი, რომელიც არის ამ ტერიტორიაზე ერთადერთი სუვერენი, იბრძვის დაიბრუნოს ის ძალა, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური ბედი. სუვერენიტეტი სხვა არაფერია, ეს არის ჩვენი უფლება“, – განაცხადა დავით ზედელაშვილმა.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
თაგები:
დავით ზედელაშვილი




