Logo

დავით ზედელაშვილი – კონკურენტული არჩევნები შეცვალეს ჰეგემონური არჩევნებით, სადაც მანიპულაციას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგზე

პოლიტიკა
492
Frontnews image description

ავტორიტარებს უყვართ არჩევნების ჩატარება, მათ ისწავლეს იმ სარგებლის მიღება ასეთი თეატრალიზებული სანახაობებით, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ და რომელიც ჩვენ ვიხილეთ, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჰეგემონური არჩევნები ნიშნავს არჩევნებს, სადაც მანიპულაციას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგზე, ეს არის ძალიან მარტივი განსაზღვრება, რომ საარჩევნო მანიპულაციამ გადამწყვეტი გავლენა იქონია შედეგზე, რომ არა მანიპულაცია ასეთი შედეგი არ დადგებოდა.

“სამამულო ავტორიტარული რეჟიმი, არაფრით განსხვავდება იმ ტრაექტორიისგან, რასაც მისი მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები გადიან და აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმები მეტად ნაკლებია. ავტორიტარებს უყვართ არჩევნების ჩატარება, მათ ისწავლეს იმ სარგებლის მიღება ასეთი თეატრალიზებული სანახაობებით, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ და რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ამ რეჟიმებს აქვს ორგვარი ტიპის კლასიფიკაცია – კონკურენტული საარჩევნო ავტორიტარული რეჟიმები, სადაც არსებობს მინიმალური კონკურენტულობა იმ გაგებით, რომ ბოლომდე არ არის გაუქმებული ლიდერის საარჩევნო გზით შეცვლის საფრთხეები, მათ შორის, დემოკრატიზაციის საფრთხეებიც, საბოლოო ჯამში რეჟიმის მთავარი მიზანია, რომ ეს განუსაზღვრელობა მაქსიმალურად შეამციროს და არარეალისტური გახადოს დემოკრატიზაციის პერსპექტივა და საარჩევნო გზით მისი ჩანაცვლების საფრთხეც. ახლა, რაც გააკეთა რეჟიმმა ამ არჩევნებზე, ეს არის კონკურენტულიდან გადასვლა ჰეგემონურ ავტორიტარულ რეჟიმზე, კონკურენტული არჩევნები შეცვალეს ჰეგემონური არჩევნებით. ჰეგემონური არჩევნები ნიშნავს არჩევნებს, სადაც მანიპულაციას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგზე, ეს არის ძალიან მარტივი განსაზღვრება, რომ საარჩევნო მანიპულაციამ გადამწყვეტი გავლენა იქონია შედეგზე, რომ არა მანიპულაცია ასეთი შედეგი არ დადგებოდა“, – განაცხადა დავით ზედელაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები