დავით ზილფიმიანი – მსგავსი გამოცდილება არ არსებობს, ასეთი რამ ევროპაში არ მომხდარა და ვერც მოხდება


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა დღეს საპარლამენტო სესიაზე საარჩევნო კამპანიის და შარლ მიშელის დოკუმენტის შესახებ ისაუბრა.
“საკმაო დრო მქონდა იმისთვის თვალი მედევნებინა საარჩევნო კამპანიისთვის. აშკარად ჩანს ის რომ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ, ხდება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა.
პირველ რიგში მინდა შევეხო შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც მრავალმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, კერძოდ ამ დოკუმენტში იმ 43 პროცენტის განმსაზღვრელ პუნქტს რომელსაც ახლა გამოიყენებენ, როგორცრეფერენდუმის საწყის ფორმას, ამ ჩანაწერის გამო.
სხვა ჩანაწერებზე არაფერს ვამბობ, რადგან შინაარსით დატვირთულია და ასეთი ჩანაწერები ევროპაში კანონმდებლობის ბაზისია. ის სასამართლოს ეხება არჩევნებს ეხება და ა.შ. მაგრამ პროცენტის განსაზღვრა დღეს ჩატარებული არჩევნებისთვის, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ევროპაში არ მომხდარა.
მე 1985 წლიდან ევროპის დიდი ოჯახის წევრი ვარ და თვალყურს ვადევნებ მოვლენებს. ხშირად ყოფილა, რომ მემარჯვენე ცენტრისტებმა გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო მემარცხენე ცენტრისტებმა ადგილობრივ არჩევნებში და ეს არ ხდება იმის მიზეზი, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადო საპარლამენტო არჩევნები და დანიშნო რიგგარეშე.
ბატონი მიშელისგან ეს წინადადება ვერ წამოვიდოდა, იმიტომ რომ იმ ტრადიციებზე, რომელზეც ის გაიზარდა და ის პოლიტიკური სკოლა, რომელიც დასავლეთში არსებობს, თავისთავში მსგავს რაღაცას არ მოიცავს.მოსახლეობის გასაგებად ვამბობ, მსგავსი გამოცდილება არ არსებობს, ასეთი რამ ევროპაში არ მომხდარა და ვერც მოხდება ერთი არჩევნების პროცენტი იყოს სარევიზიო ფორმა, წარმოიდგინეთ სადამდე მივალთ ან რა სახეს მიიღებს, თუ ყოველთვის ასე იქნება, რომ ერთი არჩევნები შლის მეორე არჩევნებს? ამიტომ ხალხს უნდა გავაგებინოთ სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა დეპუტატმა.
თაგები:


ვაჟა სირაძე – არავითარი რუსეთი და არავითარი მსგავსი რამ არ არსებობს, აქ არსებობს პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე

დავით სიხარულიძე – საქართველოს დამოუკიდებლობის და უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ასეთი რამ არ მახსენდება

ნიკა გვარამია – მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი მხედრიონის დროს და ასეთი რამ, რაც დღეს ხდება, არ მომხდარა არასდროს