დავით ზურაბიშვილი – ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა


ავტორი
Front News საქართველო
ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, იმსახურებს, იცხოვროს ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა.
“ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, ყველა იმსახურებს იმას, რომ მთელი ცხოვრება იცხოვროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, ირაკლი კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და მოცალეობის ჟამს ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს.
ჩათვალეთ, რომ უკიდურესად კორექტული ფორმით გამოვხატე ჩემი განწყობა, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კორექტული ფორმითაც“, – წერს ზურაბიშვილი.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება მოულოდნელი იყო.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა