Logo

დავით ზურაბიშვილი – ოპოზიციას ერთადერთი, რაც სჭირდება არის, რომ უნდა გაძლიერდეს, გახდეს პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი მონაწილე

პოლიტიკა
645
Frontnews image description

ოპოზიციას ერთადერთი, რაც სჭირდება არის, რომ უნდა გაძლიერდეს, გახდეს პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი მონაწილე. როგორ უნდა მოახერხოს ეს რთული საკითხია, მაგრამ უნდა მოახერხოს და გამოკვეთოს რაღაც ახალი დღის წესრიგი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სრულ კონფრონტაციაშია შესული ხელისუფლებასთან.

“ოპოზიციას ერთადერთი, რაც სჭირდება არის, რომ უნდა გაძლიერდეს, გახდეს პოლიტიკური პროცესის სრულფასოვანი მონაწილე. როგორ უნდა მოახერხოს ეს რთული საკითხია, მაგრამ უნდა მოახერხოს და გამოკვეთოს რაღაც ახალი დღის წესრიგი გარდა იმისა, რაც აქვს. ჯერჯერობით ოპოზიციის დღის წესრიგი მაინც არის “სტუმარ-მასპინძელში” ზვიადაური რომ ეუბნება – “ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა” – ეს დამოკიდებულებაა ხელისუფლების მიმართ. ანუ, სრული კონფრონტაციაა დღეს ხელისუფლებასთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყოველთვის გაუმართლებელია, მაგრამ ამან უნდა მოიტანოს შედეგი. თუ ამას შედეგი მოაქვს უარყოფითი, მაშინ რაღაცაა შესაცვლელი ამ მიდგომაში.

სამხედრო-პოლიტიკურად რუსეთის ყველა მოთხოვნა აქვს დაკმაყოფილებული ბიძინა ივანიშვილს – აქ NATO-ს არ უშვებს, ამერიკის სამხედრო ბაზა აქ არ არის, სამხედრო-პოლიტიკურად, რუსეთი ცხინვალშიც არის და აფხაზეთშიც არის, ანუ, ისედაც არის ის ამ ტერიტორიაზე. რუსეთი ივანიშვილს არაფერზე ევაჭრება”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები