დავით ზურაბიშვილი – შეუძლებელია ისეთ ხელისუფლებასთან გქონდეს კარგი, სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ყოველ წამს გატყუებს


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც სამფლობელოს, როგორც ბიზნესს და თავისი პიროვნული ძალაუფლების მიხედვით განსჯის საგარეო პრიორიტეტებს. როცა უნდა ხდება პრორუსი, როცა უნდა – შედარებით პროდასავლელი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეპრესიული კანონმდებლობისა და ქმედებების ტალღა არის პასუხი ხალხის პროტესტზე.
“მე მგონია, რომ ამ რეპრესიული კანონმდებლობისა და ქმედებების ტალღა არის პასუხი პროტესტზე. ეს უფრო პასუხია, ვიდრე თავიდანვე ჩაფიქრებული. ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი აღარ იყოს და ეს არის მისი ლეგიტიმაციის მთავარი წყარო. მათ მოახერხეს და აბსოლუტურად გაიფუჭეს ურთიერთობა არამარტო ევროპასთან. მათ წინასაარჩევნო პერიოდშივე ივანიშვილის და მისი ხელისუფლების რეპუტაცია წინასაარჩევნო პერიოდშივე იყო ნულის ქვემოთ. ყველას დედა აგინეს, გადააგდეს, მოატყუეს. უბრალოდ, შეუძლებელია ისეთ ხელისუფლებასთან გქონდეს კარგი, სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ყოველ წამს გატყუებს.
ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი სტილია, რომ მათ ეროვნული სახელმწიფოებრიობის განცდა არ აქვთ. ივანიშვილი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც სამფლობელოს, როგორც ბიზნესს და თავისი პიროვნული ძალაუფლების მიხედვით განსჯის საგარეო პრიორიტეტებს. როცა უნდა ხდება პრორუსი, როცა უნდა – შედარებით პროდასავლელი”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს