დავით ზურაბიშვილი – თვითმმართველობის არჩევნებში უნდა გამოჩნდეს, რამდენადაა ხელისუფლება მზად ასე თუ ისე გააჩეროს დიქტატურისკენ სვლა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვერ მივალთ დიქტატურამდე, ამის არ მჯერა, მაგრამ შეუმდგარ სახელმწიფომდე და შეუმდგარ დიქტატურამდე მივალთ, ამის საფრთხე სერიოზულია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოებრიობის მოშლის საფრთხე არსებობს, რაც კიდევ უფრო დიდი საფრთხეა.
“ჩვენ ვერ მივალთ დიქტატურამდე, ამის არ მჯერა, მაგრამ შეუმდგარ სახელმწიფომდე და შეუმდგარ დიქტატურამდე მივალთ, ამის საფრთხე სერიოზულია. სახელმწიფოებრიობის მოშლის საფრთხე გვაქვს, რაც კიდევ უფრო დიდი საფრთხეა.
თვითმმართველობის არჩევნებში უნდა გამოჩნდეს, რამდენადაა ხელისუფლება მზად ასე თუ ისე გააჩეროს დიქტატურისკენ სვლა. მონაწილეობა-არმონაწილეობაზე მსჯელობა, მე ვფიქრობ, ახლა არაა მთლად სწორი. ვერ გამიგია, რა კავშირშია ეს მონაწილეობა-არმონაწილეობა პოლიტიკური პატიმრების გამოშვებასთან ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან. ეს მოთხოვნები ხომ ყველა ვარიანტში არის და თუ არ სრულდება ეს მოთხოვნები, მაშინაა ეს ასაწონ-დასაწონი”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს